რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. გამზირზე შეიკრიბნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ღამეს გაათევენ.
ისინი რუსული კანონის გაწვევას ითხოვენ.
პარლამენტი მუშაობას დილის 9:00 საათზე რუსული კანონის განხილვით დაიწყებს.
"ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად.
ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინაღმდეგო მოქმედება", - აცხადებენ ორგანიზატორები.